კვლავ ომს ირჩევს, პუტინს უბრალოდ ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი პუტინის პასუხზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ღია წერილზე პუტინის პასუხის შესახებ თქვა, რომ კვლავ ომს ირჩევს და პუტინს უბრალოდ ომის დასრულება არ სურს. მისივე თქმით, ფიქრობს, რომ ამ ამ პასუხით მსოფლიოში ბევრი “იმედგაცრუებულია”.
“სამწუხაროდ, რუსული მხარე კვლავ ომს ირჩევს – ყველამ გაიგო დღევანდელი პასუხი, სუსტი პასუხი. მას უბრალოდ ომის დასრულება არ სურს. ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრს ამ პასუხმა იმედები გაუცრუა.
მათ არაფრის შეცვლა არ სურთ, არ სურთ, აღიარონ, რომ მისი ომი მხოლოდ მას მოსწონს და მათ, ვინც ამით ფულს შოულობს. დღეს ყველა მათგანი ბევრს იღიმოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში ფული ნაკლები უნდა იყოს, ხოლო რუსეთზე ზეწოლა – მეტი”. – თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს “სწრაფად” გაეცნო და მასთან შეხვედრის “აზრს ვერ ხედავს”.
შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ – პუტინი ზელენსკის ღია წერილზე
ზელენსკის წერილის პასუხად პუტინმა თქვა, რომ “ეპისტოლარული ჟანრის ავტორებს” არ მიმართავს, არამედ უკრაინაში შეჭრილ რუსული არმიის ჯარისკაცებს “მუშაობისკენ” მოუწოდა.
ცნობისთვის, 4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღია წერილით რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მხარეებს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად პირისპირ შეხვედრის თარიღის განსაზღვრა და მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
ომის დასრულებას ჩემსა და თქვენს შორის პირდაპირი ფორმატით გთავაზობთ. მე გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, თითქოს მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა. მაგრამ ამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, არაფერი ესაქმება” – მიმართავს ზელენსკი პუტინს ღია წერილში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად ლიდერებს მასპინძლობენ, მათ შორისაა შვეიცარია, თურქეთი და არაბული სამყაროს ქვეყნები.
მანამდე, რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად კომპრომისებისთვის თითქოს მზად არის. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ანკორიჯში გამართული შეხვედრის დროსაც გაიმართა.