სვანეთში კრიპტომოპოვებას კრძალავენ. ეს არის ძალიან დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი.
ნორმალური იქნებოდა, რომ სვანეთში ბიზნესი კი არ აეკრძალათ, არამედ დენის მოპარვა. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანეს საქმე.
ლიფსიტებს კრძალავენ, ვეშაპები თავისუფლად დაცურავენ!
ყველაზე პარაზიტი და ქვეყნის ენერგეტიკისთვის ზიანის მიმყენებელი საწარმოები კრიპტოსაწარმოებია. ეკონომიკური სარგებელი ნულოვანია, პირიქით, ზიანის მომტანია. ბიუჯეტში მათი შენატანები ასევე თითქმის ნულოვანია.
თუ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ გლდანში და გორში იყო განთავსებული ეს ენერგოვაპიერები, ახლა ე.წ. ინდუსტრიულ ზონებს შეესივნენ.
ზოგადად აკრძალვა ცუდია, ყველა უნდა ჩააყენო თანაბარ, საბაზრო მდგომარეობაში და იქ გამოჩნდება, ვის შეუძლია კონკურენტულ გარემოში არსებობა და ვის არა. საქართველოში კრიპტოინდუსტრია შეღავათების გარეშე შეწყვეტდა არსებობას. ერთ მილიარდ კილოვატსაათამდე ელექტროენერგია ქვეყანაში რეალური სიმდიდრის შექმნას მოხმარდებოდა.
დღეს ყველა კრიპტოსაწარმოს უკან, როგორც ეს ქოლცენტრების დროს ხდებოდა, “ქართული ოცნების” ბობოლა მფარველი დგას.




