საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება დაიცავი ილიაუნის მარათონს

„საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება დაიცავი ილიაუნის მარათონს და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად რიცხავს 15000 ლარს, UG სტუდენტების, კურსდამთავრებულების და თანამშრომლების სახელით“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
⭕ კამპანიას, რომელიც „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა დაიწყეს, უკვე არაერთი ბიზნესი და წიგნის გამომცემლობა შეუერთდა.
2 დღის განმავლობაში უწყვეტ ლაივ მარათონში სტუდენტებმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის უკვე ნახევარი მილიონი ლარი შეაგროვეს.
„დაიცავი ილიაუნი” თანხას აგროვებს დიუშენით დაავადებული ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა