უჩა ნანუაშვილი: კენიაში მიმდინარე პროტესტი დაარბიეს და სამწუხაროდ არის მსხვერპლიც. ველით ქართული ოცნების ბრიფინგს

“ბაქოში ახლახანს კენიის პრემიერს შეხვდა. კენიაში მიმდინარე პროტესტი დაარბიეს და სამწუხაროდ არის მსხვერპლიც. ველით ქართული ოცნების ბრიფინგს, სადაც დაგმობს ამ ძალადობას და მხოლოდ ევროკავშირს და დანიას არ მოვთხოვთ ანგარიშვალდებულებას” – წერს უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში
🔻 კობახიძემ 19 მაისს საგაგებო ბრიფინგზე დანიაში აქციის დარბევა დაგმო და ევროკავშირის ლიდერებს კითხვით მიმართა: “ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს – როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომლიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა?”