VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ…

ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო და საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა. ეს ბათუმელთა ყველაზე წარმატებული სერიაა 2025 წლის აპრილის შემდეგ – ბოლოს “დინამოს” მიჯრით 3 გამარჯვება სწორედ მაშინ ჰქონდა…
არ შეიძლება, არ აღინიშნოს გია ჭიაბრიშვილის ფაქტორი. ასეთი მწირი საკადრო რესურსით, ის ლამის შეუძლებელს აკეთებს, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ბათუმელებმა თამაში ახალგაზრდა ხოზრევანიძის გოლით მოატრიალეს, რომელიც შეცვლაზე შევიდა. კარგი იყო კირკიტაძეც, რომელმაც ორივე გოლში დაიდო წილი, მეორეში სულაც “ასისტი” შეასრულა.
“მეშახტე” კი ზედიზედ მე-4 მარცხმა ერთპიროვნულ აუტსაიდერად აქცია. ტყიბულელები ყველა მატჩში იბრძვიან და ხანდახან ტოლსაც არ უდებენ მეტოქეებს, მაგრამ ეროვნული ლიგის ფეხბურთი მაინც სხვაა.
დინამო (ბთ)-მეშახტე  2:1
0:1 სიხარულიძე (34, შუბითიძის პასით), 1:1 წულუკიძე (49), 2:1 ხოზრევანიძე (84, კირკიტაძის პასით)
დინამო: კუპატაძე, ჯაფარიძე (ხოზრევანიძე 63), , ქაფიანიძე, კალანდარიშვილი, მილჩენკო, ფუტკარაძე, კირკიტაძე, მარა, წულუკიძე, კოხრეიძე (ლაკვეხელიანი 67)
მეშახტე: შოვნაძე, პიმენტელი, ქურდაძე, უგრეხელიძე, შუბითიძე (კვირკვია 40), პაპუაშვილი (ჯიქია 60), შონია (აბულაძე 70), ბურდული (გეგია 70), გაბისკირია, ღურწკაია, სიხარულიძე
არბიტრი: ცოტნე სამსონაშვილი