აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.
აღნიშნულის თაობაზე მათ პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია 26 მაისს იდგნენ იქ, სადაც პატიმრობაში მყოფი პირები იდგებოდნენ.
„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეჟიმის ტყვეები საქართველოს ღირსების დაცვისთვის და საქართველოს
სიყვარულისთვის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ის, რასაც ეს უღირსეულესი ადამიანები გააკეთებდნენ. 26 მაისს ვუერთდებით ეროვნულ დღესასწაულს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და უმნიშვნელოვანესია ვიყოთ იქ, სადაც იდგებოდა ნებისმიერი ბიჭი და გოგო, ვინც ახლა იმყოფება უკანონო ტყვეობაში“,- განაცხადა ნიკა კაციამ.




