ზელენსკი: უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წითელი მოედანი

ბოლო დღეებში მრავალი თხოვნა და სიგნალი იყო ხვალ მოსკოვში ჩვენი უკრაინული შორი რადიუსის სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით. ჩვენს ქმედებებში სიმეტრიულობის პრინციპი კარგადაა ცნობილი და მკაფიოდ ვაცნობეთ ეს რუსულ მხარეს. ჩვენი პოზიციის განსაზღვრისთვის უკრაინისთვის დამატებითი არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომში მთავარი ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება – კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. ჩვენთვის წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება.
ამიტომ, დღეს ამერიკული მხარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ რუსეთის თანხმობა, რომ 1000-1000-ზე ფორმატში მოხდეს ტყვეების გაცვლა. ასევე უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 9, 10 და 11 მაისს. მუდმივად მუშაობს, რათა რუსეთის ტყვეობიდან თავისი ხალხი დაიხსნას. ჩვენს გუნდს დავავალე, რომ მყისიერად მოამზადონ ყველაფერი, რაც გაცვლისთვისაა საჭირო.
მადლობას ვუხდი -ს პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. -სგან მოველით, რომ რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას უზრუნველყოფენ. დიდება უკრაინას!