ზელენსკიმ რუსეთს წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმის გამართვის ნება დართო

უკრაინის პრეზიდენტი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, 2024 წლის 7 ივნისიJulien de Rosa/Pool via AP, Fileმას შემდეგ, რაც -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელშიც ის კრემლს 9 მაისს მოსკოვში აღლუმის გამართვის ნებას რთავს.
“აღლუმის განმავლობაში (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით 10:00 საათიდან), წითელი მოედნის ტერიტორია გამოირიცხება უკრაინული იარაღის გამოყენების გეგმიდან”. – წერს ზელენსკი განკარგულებაში.
დოკუმენტს ასევე თან ახლავს წითელი მოედნის კოორდინატებიც:
“55.754413 37.617733
55.755205 37.619181
55.753351 37.622854
55.752504 37.621538”
მანამდე ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა და განმარტა, რომ დროებითი ზავი მოიცავს “ყოველგვარი კინეტიკური მოქმედებების შეწყვეტასა და ასევე თითოეული ქვეყნის მხრიდან 1 000 პატიმრის გაცვლას.”
ტრამპის განცხადების შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინისთვის “წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება”.
“მადლობას ვუხდი -ს პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. აშშ-სგან მოველით, რომ რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას უზრუნველყოფენ. დიდება უკრაინას!” – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.