ჟან-ნოელ ბარო – პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წელში პირველად მოხდა – დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და აგრესიული ომი დაასრულოს

დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და თავისი გაუმართლებელი და დამანგრეველი აგრესიული ომი დაასრულოს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რუსულმა ძალებმა აპრილში უკრაინაში 120 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხიეს.

„ვლადიმერ პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისში იძირება. დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და თავისი გაუმართლებელი და დამანგრეველი აგრესიული ომი დაასრულოს“, – წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ