მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში ელოდებიან

დღეს 29 აპრილს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ელოდებიან –  მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაცია ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.

სარჯველაძეს მინიმუმ 24 შეკითხვისთვის მოუწევს პასუხის გაცემა. შეკითხვები შეეხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობას ეთმობა. დეპუტატები ითხოვენ პასუხს, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს  საჭირო მედიკამენტის დაფინანსებაზე.