დავით სონღულაშვილი: 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა განვითარება 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო.

„სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული. „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა ამ სექტორზე სრული ფოკუსირება. 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება. 10-15 წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი პრაქტიკაა პოლიტიკის გადახედვა. ჩვენ შემთხვევაში ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დავურთო ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს; რეგიონში მყიფე გარემო, ფასების ზრდა საწვავზე, ასევე პესტიციდებზე. ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ამ ყველაფერის ცვლილებებმა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა. დღევანდელ დღეს და დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა, ზუსტად ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამაზე გაკეთდა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი. ეს არის ის რასაც, ემსახურება სამინისტროს პროექტები და პროგრამები.

ასევე დაგაინტერესებთ