ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მალხაზ ჯინორია ავრცელებს.
“ბერი ნიკოლოზის გასვენება იქნება ხუთშაბათს, ორ საათზე უნივერსიტეტის 6ა, ჰერმესი, რიტუალების სასახლიდან პანაშვიდები 20, 21, 22 აპრილი. დაკრძალვა ჯიქიას სასაფლაოზე”. – წერს ჯინორია.
მრევლი ბერი ნიკოლოზის ცხე­თა­ში, სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში დაკრძალვას ითხოვდა, რაზეც, მათი თქმით, კატეგორიული უარი მიიღეს.
“აბსოლუტურად კატეგორიული უარი გვითხრეს, და ვინც შესული იყო – მამა ნიკოლოზის ძმა იყო უშუალოდ შესული – მთელი სულით და გულით ადამიანურად კაცმა ითხოვა, რომ “ჩემი ძმა მსახურობდა სვეტიცხოველში, მამა გაბრიელი, მისი მოძღვარი ბრძანდება მცხეთაში” და ჩვენი თხოვნა იყო… მივმართეთ ადამიანური თხოვნით.
ჯერ თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი ეპისკოპოსი არ მოსულა. მამა ნიკოლოზი არ იყო საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილი ბერი, ეს იყო დაყენებული მღვდელმონაზონი – ჩვენ როდესაც იქ მივედით, ისეთი კატეგორიული უარით გამოგვისტუმრეს, რომ არ ვიცი. მამა ნიკოლოზი დაბრძანებული არის სარიტუალო დარბაზში, რაც ყველანაირი კანონის დარღვევაა”. – ამბობს მოქალაქე ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი)
ცნობისთვის, 19 აპრილს გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი. როგორც ტაბულას -ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.