რუსულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2022-ის შემდეგ $213 მილიონის დრონები შეისყიდეს

დრონის პილოტის გაკვეთილი რუსეთის ქალაქ ლიუბერცის კადეტთა სკოლაში, 2024 წლის აპრილირუსული მედიარუსული ოპოზიციური გამოცემა Новая газета Европа-ს ინფორმაციით, რუსულმა საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა – უნივერსიტეტებიდან დაწყებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით დამთავრებული – “განათლების მიზნით” 2022 წლიდან მოყოლებული დრონებზე $213 მილიონი დახარჯეს.
გამოცემის გამოძიების მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, საგანმანათლებლო დაწესებულებები ყოველწლიურად დრონებზე დაახლოებით $4.7 მილიონს ხარჯავდნენ, რისი ძირითადი წილიც პროფესიულ კოლეჯებზე მოდიოდა. თუმცა, დღესდღეობით რუსეთში დრონებს საბავშვო ბაღებიც კი ყიდულობენ.
ამასთან, რუსული გამოცემა წერს, რომ რუსეთში სკოლის მოსწავლეებს ხშირად დრონების მართვას ადრეულ ასაკშივე ასწავლიან, თუმცა, სტატიის მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რისთვის იყენებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები შესყიდულ დრონებს.
Новая газета-ს ცნობით, დაწესებულებებისთვის დრონების მიმწოდებელი ერთ-ერთი უმთავრესი კონტრაქტორი კომპანია Geoscan-ია, რომელიც პირდაპირ არის კავშირში ფონდთან, რომლის თავმჯდომარეც ვლადიმირ პუტინის ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვაა.