3
1 დღე EU-ს განხილვამდე – ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.
საქართველოს საკითხის განხილვა მინისტერიალზე სამხრეთ კავკასიის კონტექსტში მოხდება. ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
განხილვის მთავარი თემა სომხეთთან მიმართებაში ევროკავშირის მომავალი სამიტი იქნება, აზერბაიჯანთან მიმართებაში ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობები, რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის დღის წესრიგში პირდაპირ წერია, რომ მათი განხილვის მთავარი საკითხი, ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული მდგომარეობა იქნება.
განამრთებით ბარატში წერია, რომ ევროპელი ლიდერები შეშფოთებულები არიან და გმობენ ძლადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსების და მედიის წინააღმდეგ.
ხვალინდელ შეხვედრას არ დაესწრება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო. სწორედ უნგრეთი ბლოკავდა “ქართული ოცნების„ წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა. 2024 წლის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერებმა რამდენჯერმე იმსჯელეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, ივნისის, ოქტომბრისა და დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომებზე. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ლიდერებმა. გამოხატეს სერიოზული შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; სინანული გამოთქვეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი.2025 წლის 27 იანვარს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირების მხრიდან ვიზის აღების აუცილებლობა ევროკავშირში გამგზავრებისას. საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოთხოვნისგან, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.



