ნაცემმა მოქალაქემ მარნეულის რადიოს უთხრა, რომ აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ

ბოლნისში აქტივისტს, ნურადინ ნაბიევს თავს დაესხნენ. ნაბიევმა TV პირველს უთხრა, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან.
ნაბიევის თქმით, თავდასხმის მიზეზი სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები გახდა, სადაც ის ბოლნისში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა.
“გუშინ მოვიდა ოთარ ბაირამოვი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს. მითხრა, რატომ წერ რაღაცებს, მოკეტე პირი, მოგკლავო, ბევრი რაღაც მითხრა. მაშინვე შემოვიდნენ 5-7 პირი. ყველამ დამიწყო დარტყმა. რაც მოქალაქეს არ მომწონს, შესაძლოა, ვიდეო გადავიღო და ეს პრობლემა ვაჩვენო”. – უთხრა TV პირველს ნაბიევმა.
რადიო მარნეულთან გაკეთებულ კომენტარში ნაბიევმა განაცხადა, რომ მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ აიათოლა ალი ხამენეის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო.
“9 კაცი შემოვიდა. აღარ მახსოვს მაგათი სახეები. ამ დროს ჩაის სახლში ვმუშაობდი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში. სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და, რომ ვუთხარი კი-მეთქი, მაშინვე ცხრავემ ერთად დამარტყა. ჩემი აზრით, ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ და ნახევარი ირანის მხარდამჭერები. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები”. – თქვა ნაბიევმა.
მარნეულის მეჩეთში ანტიისრაელური და ანტიამერიკული ქადაგება გრძელდება – ახუნდმა ოცნება შეაქო
ტაბულას -ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.