მეზობლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოში ერთი პირი დააკავეს – Netgazeti

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1953 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მეზობელი – 1969 წელს დაბადებული გ.კ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.შ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – აცხადებენ პოლიციაში.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი გახარიას პარტიას – ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა