ლევან მაჭავარიანი: ოპტიმიზმით ველოდებით ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ორბანის პირობებში იყო

მისასალმებელია ბატონი მადიარის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება – ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით ამ ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ბატონი ორბანის პირობებში იყო , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან პარტია “ტისას” ლიდერს, პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

“რა თქმა უნდა, ბატონ მადიარის გამარჯვებას მივულოცავთ. ეს არის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ. ბატონ ორბანზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად მადლიერები ვართ მისი და მისი ხელისუფლების იმ პარტნიორობისთვის, რაც მათ საქართველოს წლების განმავლობაში აღუთქვეს. ვიმედოვნებთ, რომ ანალოგიური ურთიერთობა გაგრძელდება ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ მოვისმინეთ ბატონო მადიარის პირველი კომენტარი. მან საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით ამ ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რაც ბატონი ორბანის პირობებში იყო,” – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ტისას“ პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან მუშაობას.

მისი თქმით, უნგრეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერევა.

“ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში – ეს ჩვენი სტილი არ არის,” – განაცხადა მადიარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა