ქართულმა ბრენდებმა Phubber-ით ასეულობით ათასი ლარის პროდუქცია გაყიდეს – გიორგი ჩუგოშვილი

ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინვაჭრობის პლატფორმა Phubber-ით ქართულმა ბრენდებმა ასეულობით ათასი ლარის პროდუქცია გაყიდეს. ამის შესახებ ს თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ქართული პლატფორმა, რომელიც დღეისთვის საქართველოში, ში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს, მომხმარებელს ძირითადად მეორეული ბრენდული სამოსის გადაყიდვას სთავაზობს, რა დროსაც ხარისხი და ავთენტიკურობაზე პასუხისმგებლობას სრულად თავის თავზე იღებს. Phubber ქართულ ბაზარზე 2019 წელს ჩაეშვა, მალევე უკრაინაში შევიდა, 2023 წლიდან კი სომხეთსა და აზერბაიჯანში დაიწყო ოპერირება. საერთაშორისო ბრენდებთან ერთად დაფუძნებიდან სტარტაპი ადგილობრივი ბრენდების პოპულარიზებასაც ცდილობს. გიორგი ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ სამოსის ქართველი მწარმოებლების და დიზაინერების ინტერესი კი პლატფორმის მიმართ განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რეგიონის ბაზრებზე გავიდნენ.
„ჩვენ პირველივე დღიდან ქართულ მდგრად ბრენდებს და ქართველ დიზაინერებს სპეციალურ პირობებს ვთავაზობდით, რომ მათი ცნობადობა აგვემაღლებინა. მათი Phubber-ით დაინტერესება, განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყნის საზღვრებს გავცდით. რადგან Phubber მათთვის ერთი ცენტრალიზებული პლატფორმა გახდა, რომლითაც შეუძლიათ თავისი პროდუქცია მიაწვდინონ ამჯერად უკვე 4 ქვეყანას, და 2024 წლის ბოლოს 6 ან 8 ქვეყანას“, – აღნიშნავს ჩუგოშვილმა.
სტარტაპის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ახალ ბაზრებზე შესვლის შემდეგ ქართული და ასევე სომხური და აზერბაიჯანული ბრენდების ხელშეწყობა უფრო გააქტიურდება.
„ჩვენ რამდენიმე ასეულობით ათასი ლარი გვაქვს მათთვის დაგენერირებული. თუმცა ახლა ეს მიმართულება უფრო გააქტიურდება. ჩვენი კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი ის არის, რომ მაგალითად სომხეთსა და აზერბაიჯანში ქართული ბრენდები დავაპოზიციონიროთ და მათი ცნობადობა, ისევე როგორც სომხური და აზერბაიჯანული ბრენდების ცნობადობა გავზარდოთ. რეალურად, ჩვენ ვართ ფასილიტატორები ადამიანებს შორის და ადგილობრივ დიზაინერებსა და მდგრად ბრენდებს შორის, რომ მათ ჩაანაცვლონ ის სწრაფი მოდის პროდუქცია, რომელიც ბაზარზე აბსოლუტურ დომინანტობას ინარჩუნებს. ამგვარად წამოვწიოთ წინ გადაყიდვა და გრძელი სასიცოცხლო ციკლის მქონე ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომი პლატფორმა შევქმნათ“, – განმარტა Phubber-ის თანადამფუძნებელმა.

ასევე დაგაინტერესებთ