წალკაში კარანტინი გამოცხადდა – დეტალები

26
წალკაში კარანტინი გამოცხადდა. გარეულ ცხოველს ცოფი დაუდასტურდა.
„მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. , თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა ძაღლმა დაგლიჯა.
დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები – ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.” – წერს უწყება
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის 3 შემთხვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივად 8-9 მაისისთვის “ზავი” გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუკი 9 მაისის აღლუმი “ჩაიშლება,” რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს