პოლიციამ თბილისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

1
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.ს., 2005 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ო. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ა.გ. სხვადასხვა დროს თბილისსა და ბათუმში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას

პაპუაშვილი: ბუბა კიკაბიძე პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი…