“თანამოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს, $30 000 მოსთოვეს” – დააკავეს ყაზახეთის 9 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და  ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს – 2004 წელს დაბადებულ დ.ა.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 000 დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხრავე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს”. – წერს .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.