ზალუჟნიმ დაასახელა უკრაინის არმიის 3 მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მ დაასახელა უკრაინელთა სამი მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის.
„სი-ენ-ენისთვის“ დაწერილ სტატიაში ზალუჟნი ამბობს, რომ 2024 წელს მ ძალისხმევის კონცენტრაცია უნდა მოახდინოს სამ მიმართულებაზე:
· შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური საშუალებებით მომარაგების სისტემის შექმნა;
· საბრძოლო მოქმედებების ჩატარებისა და მომზადების ახალი ფილოსოფიის დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს შეზღუდულ შესაძლებლობებს, ისევე როგორც მათი გამოქვეყნების შეზღუდვას;
· ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად ათვისება.
„უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს,რომ სტატიაში ზალუჟნიმ, რომლის გადაყენებაზეც ბოლო დღეებში აქტიურად მიდის საუბარი, ხაზი გაუსვა „მომენტის გამოყენების“ საჭიროებას.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს მომენტის გამოყენება – საბრძოლო შესაძლებლობების მაქსიმალური დაგროვება, რაც საშუალება მოგვცემს, ნაკლები რესურსით მტერი მაქსიმალურად დავაზიანოთ, შევწყვიტოთ მისი აგრესია და დავიცვათ უკრაინა მომავალში“, – წერს იგი.
ბოლო დღეებში უკრაინული და საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვალერი ზალუჟნის დათხოვნას აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამას უარყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ