აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სანქციები დაუწესა ისრაელის 4 მოქალაქეს, რომლებიც ბრალდებული არიან დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებზე თავდასხმაში. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
1-ელ თებერვალს ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობამ დასავლეთ სანაპიროზე “გაუსაძლის ზღვარს” მიაღწია.
“დასავლეთ სანაპიროზე სიტუაციამ, განსაკუთრებით ექსტრემისტთა ძალადობის მაღალმა დონემ, იძულებით ხალხის გადასახლებამ, მათ შორის, სოფლებიდან და ქონების განადგურებამ მიაღწია გაუსაძლის ზღვარს და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის”. – თქვა ბაიდენმა განკარგულებაში.
სანქცირებულ პირებს აშშ-ს ყველა სახის ქონებასა და სხვა აქტივებზე წვდომა შეეზღუდებათ.
გარდა ამისა, მათ ამერიკული საფინანსო სისტემით სარგებლობის უფლებაც შეეზღუდებათ.