ურთიერთშელაპარაკებისას კაცი დაჭრა – ბათუმში არასრულწლოვანი დააკავეს

flickrtbl.ge/7h2oაჭარის პოლიციის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასწულწლოვანი, 2010 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ  დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს .
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამავე თემაზე5 აპრ, 01:19ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს, მას 20 წელი მიესაჯა 3 აპრ, 10:35რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს3 აპრ, 10:29მარნეულში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს – შსს2 აპრ, 10:53″მთვრალმა თანასოფლელს სცემა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს” – კახეთში 1 პირი დააკავეს30 მარ, 14:53″რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ გაგუდა” – დუშეთში დაკავებულს პატიმრობა შეეფარდაკომენტარებიბოლო სიახლეები