მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
“ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა და არ ვიცი ზუსტად სად გადაიყვანეს.
გუშინ ის საქართველოდან აზერბაიჯანში გადაასახლეს, რაც, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.” – წერს აფგან სადიგოვის მეუღლე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 აპრილს, ღამით, თამთა მიქელაძემ გაავრცელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ სადიგოვის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ სამართლებრივი საქმის წარმოება დაიწყეს.
აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე დავაკავეთ – შსს
5 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერდა, რომ სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე მიიღო.
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა