ტრამპი: 7 აპრილი ირანისთვის “საბოლოო ვადაა”

7 აპრილი საბოლოო ვადაა ირანისთვის საიმისოდ, რომ მან მიიღოს -ის წინადადებები და გააფორმოს სამშვიდობო შეთანხმება – ეს 6 აპრილს -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა ვაშინგტონში.

ტრამპის თქმით, ირანის ბოლო წინადადებები იყო “სერიოზული”, მაგრამ “არასაკმარისი” იმისთვის, რომ აშშ-მა გააჩეროს ამ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია.

მანამდე ტრამპმა მკვეთრი ფორმით მოუწოდა ირანს 48 საათის განმავლობაში დათანხმებოდა აშშ-ის “გარიგებას”, ან, ყოველ შემთხვევაში, ხომალდებისთვის გაეხსნა ჰორმუზის სრუტე. მოგვიანებით ტრამპმა ულტიმატუმის ვადა 7 აპრილამდე გადადო. ირანის მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტრამპი გამოვიდა ახალი, ძლიერი დარტყმების მუქარით, მათ შორის ელექტროსადგურებზე და ირანის ენერგეტიკის სხვა ობიექტებზე.

ტრამპი აცხადებს, რომ ომი “ძალიან სწრაფად” დასრულდება, თუ ირანი დათანხმდება გარიგებას. თეირანში კვლავაც უარყოფენ აშშ-ის მოთხოვნებს.

მანამდე სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პაკისტანმა აშშ-სა და ირანს გადასცა სამშვიდობო გეგმის თავისი ვარიანტი – და რომ შეთანხმების შემთხვევაში ის, შესაძლოა, უკვე 6 აპრილიდან ამოქმედდეს.

სააგენტოს წყაროთა ცნობით, ისლამაბადი შუამავლის როლში გამოდის და მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რაც შესაძლებელს გახდის ჰორმუზის სრუტეში ხომალდების მოძრაობის აღდგენას. ამის შემდეგ მხარეებს 15-20 დღე ექნებათ უფრო ფართო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. საბოლოო შეხვედრა და დოკუმენტზე ხელმოწერის აქტი ისლამაბადში უნდა შედგეს.

როგორც ვარაუდობენ, საბოლოო შეთანხმებაში ირანს დაეკისრება ვალდებულება, არ განავითაროს ბირთვული იარაღი, სანქციების მოხსნის და გაყინული აქტივების გათავისუფლების სანაცვლოდ.

Reuters-ის თანახმად, გეგმის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა პაკისტანის სახმელეთო ძალების მეთაური, ასიმ მუნირი. მას კავშირი ჰქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან, აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაყჩისთან.

მანამდე გამოცემა Axios-ი იუწყებოდა, რომ აშშ და ირანი რეგიონული შუამავლების მეშვეობით მსჯელობდნენ ცეცხლის 45-დღიან შეწყვეტაზე. გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ ამ შეთანხმების უახლოეს 48 საათში მიღწევის შანსი დაბალია, თუმცა ესაა სერიოზული ესკალაციის არიდების ბოლო მცდელობა.

და აშშ ირანზე დარტყმებს 28 აპრილიდან ახორციელებენ. ოპერაციის მთავარ მიზნად ტრამპი ასახელებს ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შემუშავების აღკვეთას. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანმა ფაქტობრივად დახურა ჰორმუზის სრუტე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზრისთვის.