მარნეულში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. დააკავეს.
მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას  – 2005 წელს დაბადებულ უ.ბ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ე.ი.  დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.