,, ჩემი მიკედლებულებიდან ერთ-ერთიც წაიყვანეს, ჩვენ გაგვიმართლა და თანაც ბევრიც ვიჩხუბეთ და მეორე დღეს დაგვიბრუნეს” –

0
ექიმი :
,,ის, რაც ახლა მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით ხდება, სრულიად გაუგონარი ამბავია:( უამრავი ადამიანი თავის სახლთან/კორპუსთან/სამსახურთან მიკედლებულ ცხოველზე ზრუნავს, აჭმევს, ეთამაშება, ზოგჯერ წლობითაც და მოდის ვიღაც და
ასე უბოდიშოთ მიათრევს სადღაც. მასზე
მზრუნველ ადამიანებს იმის ღირსადაც არ თვლის, უთხრას, სად მიათრევს და დააბრუნებს თუ არა. ჩემი
მიკედლებულებიდან ერთ-ერთიც წაიყვანეს, ჩვენ გაგვიმართლა და თანაც ბევრიც ვიჩხუბეთ და მეორე დღეს დაგვიბრუნეს. ოღონდ ძაღლი ისეთ მდგომარეობაში დაბრუნდა (ჭუჭყიანი, ლამის ნახევარი ვედრო წყალი დალია), თუმცა რა მეთქმის, ვიღაცეებმა საერთოდ ვერ იპოვეს.
ეს არის პრობლემის გადაწყვეტა? რამდენი ბავშვია გამწარებული მათზე შეჩვეული ძაღლის გაქრობით და მშობელმა რა უნდა აუხსნას? რომ ბოროტმა ბიძიებმა მოპარეს მათი საყვარელი ცუგა?
უკვე ბირკიან ძაღლებს რომ დაერივნენ, ლოგიკა რა არის? ბიუჯეტიდან რამდენი თანხა დაიხარჯა ამ ჯოჯოხეთის მოწყობაში? თუ ამ ბირკიან ძაღლებს რევაქცინაცია უწევდათ, ასე ბრუტალურად წათრევა რა საჭირო იყო? ადგილზე ვაქცინაციაც ხომ შეიძლება?
იმ ადამიანებსაც მიეცა ამ ძაღლების ცოდვა, ძაღლი რომ მობეზრდებათ და ქუჩაში თუ ტყეში უშვებენ. ასეთ ადამიანს, ისე მგონია, მოხუცი მშობლის ქუჩაში დატოვებაც შეეძლებოდა, კანონის რომ არ ეშინოდეს.
“გადი ძაღლო” ხალხი არ შემომიცვივდეთ ერთი, თუ შეიძლება.“

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან