მოსამართლემ ტაბულას ჟურნალისტის წინააღმდეგ “გზის გადაკეტვის” საქმე შეწყვიტა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას პროცესი გაიმართა. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კუპრავას წინააღმდეგ “გზის გადაკეტვის” საქმე შეწყვიტა.
ცნობისთვის, 23 მარტს გამართული პროცესი მოსამართლემ გადადო, რადგან -მ “დამატებითი მასალებისთვის” დრო ითხოვა.
ტაბულას ჟურნალისტის პროცესი გადაიდო, -მ “დამატებითი მასალებისთვის” დრო ითხოვა
სხდომაზე ვიდეომასალის ნახვის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ ჩანს მედიის სამკლაურიც და ე.წ ბეიჯიც. მან ჰკითხა შსს-ს წარმომადგენლებს, შენიშნეს თუ არა ეს და მიუხედავად ამისა, მაინც ჩათვალეს თუ არა კუპრავა აქციის მონაწილედ.
შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ “ალბათ არ მომხდარა იდენტიფიცირება” და სრული ჩანაწერის მიტანის მიზნით პროცესის გადადება ითხოვა. მისი თქმით, “დამატებითი მასალებისთვის” რამდენიმე დღე სჭირდებათ.
მარიამ კუპრავას 7 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შსს რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავებოდა.
ტაბულას ჟურნალისტს შსს “გზის გადაკეტვას” ედავება, კუპრავა 7 თებერვალს აქციას აშუქებდა
7 თებერვალს კუპრავა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, აშუქებდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას – შაბათის მარშს.
“მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს” – წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი.
თსუ-ს ლექტორები სასამართლოს ტაბულას ჟურნალისტის საქმის შეწყვეტას სთხოვენ
ქარტია: შსს-ს მოვუწოდებთ, ჟურნალისტების დევნა შეწყვიტონ