მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა შეეფარდათ

რეჟიმმა მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბევრი ფაქტორი, მათ შორის ისიც, რომ ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძემ დაკითხვის დროს თქვა, რომ შერვაშიძის და თოშხუას პატიმრობაში ყოფნა არ სურდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ მისი ჩვენება ვერ გახდებოდა გადამწყვეტი განაჩენის გამოტანის დროს.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.
-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.