17-წლამდე ნაკრები, შესარჩევი ციკლის B ლიგის სარეიტინგო ხასიათის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენი ასაკობრივი – უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.
სანდრო კობახიძის გუნდი ორი აპრილიდან შეიკრიბება. გუნდს ანდრია ფოცხვერია და თორნიკე კვარაცხელია 8 აპრილს დაემატებიან, რომლებიც 16-წლამდე ნაკრებთან ერთად 4, 6 და 8 აპრილს ბულგარეთში გასამართ უეფას განვითარების თასზე მიიღებენ მონაწილეობას.
სან მარინოში მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
10 აპრილი | სან მარინო V საქართველო | ეციო კონტი – დოგანა | 13:00
13 აპრილი | ანდორა V საქართველო | აკვავივა სტედიუმი – აკვავივა | 13:00
16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა სტედიუმი – აკვავივა | 13:00
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი).
მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლევან კალაძე (სამტრედია), საბა კილაძე (იბერია 1999), ნიკოლოზ ფოცხვერია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო ბათუმი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული), რეზი გაზდელიანი (სიონი ბოლნისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: არი დემირი (ნიურნბერგი, გერმანია) სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი), გაბრიელ თაკვარელია (ტორპედო ქუთაისი), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია).
NAKREBI.GE