MLS-ის ბინადარმა მაიამის “ინტერმა” გვაუწყა, რომ კლუბის ახალი სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნას ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის სახელი დაერქმევა.
ლეო ისტორიაში პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც მისი სახელობის არენაზე იასპარეზებს. გუნდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნიკალურია და ასახავს მესის მნიშვნელობას გუნდისა და MLS-ისთვის.
“ტრადიციულად, ასეთ პატივისცემას წარსულის მიმართ გამოვხატავთ, მაგრამ ეს ტრიბუნა აწყმო მომენტიდან იბადებდა. საქმე ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, როდესაც ლიონელი მოედანზე გადის” – ნათქვამია მაიამის კლუბის განცხადებაში.
“ინტერის” ახალი არენაზე ოფიციალურად 4 აპრილს გაიხსნება და აღმოსავლეთი ტრიბუნის დიდ ნაწილს სწორედ არგენტინელის სახელი მიენიჭება.
შეხსენებისთვის, მესი აშშ-ის გუნდის ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბის ისტორიულ წარმატებებში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, მათ შორის, გუნდის ისტორიაში პირველი თასების მოგებითა და არაერთი რეკორდის დამყარებით.
38 წლის არგენტინელმა 2023 წელს ლიგის თასი, 2024 წელს MLS-ის თასების მფლობელთა თასი, 2025 წლის MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მფლობელთა თასი და 2025 წლის MLS-ის თასი.
ლეო ასევე “ინტერის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან ყველა შეჯიბრზე 94 შეხვედრაში თავი 82 გოლით და 53 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.