“ნაპოლიმ” ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

„ნაპოლიმ“ შეიძლება 32 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დასაჯოს, – იტყობინება Sky Sport-ი.
რომელუმ ბელგიის ნაკრები დატოვა, -სთან და მექსიკასთან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს და კლუბის ნებართვის გარეშე სამშობლოში პირად მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობს.
თუ რომელუ სამშაბათამდე „ნაპოლიში“ არ დაბრუნდა, სათადარიგო გუნდში გადაიყვანენ და დააჯარიმებენ.
ტრავმის გამო მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 7 შეხვედრაში მხოლოდ 64 წუთი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.