“ახალგაზრდა გოგო დაიჭირეს ტროტუარზე დგომის გამო და ხელები ისე შეუკრეს (უკან), თითქოს სახეში შეფრენის რისკები დააზღვია” – რომა მახარაძე

ბლოგერი, რომა მახარაძე:
2 წუთი რომ დაფიქრდე რა რეალობაში ვართ, აგეტირებათ, ან გადაიხარხარებთ სიმწრითსიგიჟეა.. ახალგაზრდა გოგო დაიჭირეს ტროტუარზე დგომის გამო და ხელები ისე შეუკრეს (უკან), თითქოს სახეში შეფრენის რისკები დააზღვიაცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო ეს დაგვმართნოდა, ახლა კი ვითომც არაფერი, ვაგრძელებთ ცზოვრებასდავაცადოთ და ეს დღეებიც მოგვენატრება
ტროტუარზე დგომის გამო „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) თანამშრომელს, ანი ქისტაურს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქისტაურს 2025 წლის 17 და 18 დეკემბერს ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც აქციაზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას და ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას აერთიანებს, 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას