ლავროვი ირწმუნება, რომ ჩრდილოეთის ნაკადის “მითვისებას” ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა France Télévisions- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის “მითვისებას” ცდილობს.
“ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენები უკრაინელმა დივერსანტებმა დასავლური სპეცსამსახურების აშკარა მხარდაჭერით ააფეთქეს. ეს ქმედება არავინ არ დაგმო. არც საფრანგეთმა და არც გერმანიამ, რომლებმაც, ვთვლი, ასეთი ქვეყნებისთვის სამარცხვინოდ, ეს დივერსიული ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მათ ფუნდამენტური ინტერესებთან წინააღმდეგობაში იყო, გადაყლაპეს. ახლა აშშ-ც ამბობს, რომ სურს ჩრდილოეთის ნაკადის მითვისება,” – განაცხადა ლავროვმა.
ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ ცნობები 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო.
ირწმუნება, რომ გაზსადენი უკრაინამ ააფეთქა. საპირისპიროდ, მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.