FT: დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, ირანს დრონებს უგზავნის

გამოცემა FInancial Times იუწყება, რომ დასავლური სადაზვერვო ანგარიშების მიხედვით, ამზადებს ირანისთვის დრონების, მედიკამენტებისა და საკვების ეტაპობრივ გზავნილებს.
როგორც გამოცემა დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, ირანელმა და რუსმა მაღალჩინოსნებმა დრონების მიწოდებაზე საიდუმლო მოლაპარაკებები დაიწყეს რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ისრაელმა და -მ ირანზე იერიში მიიტანეს. მიწოდების პროცესის დამუშავება მარტის დასაწყისში დაიწყო და მოსალოდნელი იყო, რომ თვის ბოლომდე დასრულდებოდა.
FT-ს ინფორმაციით, რუსეთმა ირანს უკვე მიაწოდა სატელიტური სურათები, სამიზნე მონაცემები და სადაზვერვო ინფორმაცია.
იარაღის მიწოდების ბრალდებებზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ახლა ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. ერთი რამ კი სიმართლეა – ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს ირანის ხელმძღვანელობასთან.”
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს უთხრა, რომ რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ ირანის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებას, არამედ ქვეყნის რეჟიმის ფართო პოლიტიკური სტაბილურობის მხარდაჭერასაც.
საჯაროდ რუსეთმა ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე და განაცხადა, რომ უკვე გაგზავნა 13 ტონაზე მეტი მედიკამენტი აზერბაიჯანის გავლით და გეგმავს ამ გზავნილების გაგრძელებას.
ირანის სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად ელემენტად იქცა ცალმხრივი, ე.წ. კამიკაძე დრონები. ომის დაწყების შემდეგ ირანმა 3 000-ზე მეტი ასეთი დრონი გაუშვა, რომლებიც იაფად იწარმოება.
რუსეთი 2023 წლიდან უკრაინაში ირანული დიზაინის მიხედვით შექმნილ ასეთ დრონებს იყენებს. ისინი მოდიფიცირებულია, რათა თავიდან აიცილონ საჰაერო თავდაცვა და ატარონ უფრო მძიმე საბრძოლო ტვირთი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანს არ სჭირდება მეტი დრონი – მათ სწირდებათ უკეთესი დრონები.
FT-ს წყაროებმა უთხრეს, რომ ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რა მოდელის დრონებს გადასცემს რუსეთი ირანს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება მოდელები როგორიცაა Geran-2, რომელიც ირანულ Shahed-136-ზე არის დაფუძნებული.
გამოცემას ექსპერტები ეუბნებიან, რომ რუსული გაუმჯობესებული ტექნოლოგია ირანულ დრონებს უფრო ეფექტიანს გახდის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ირანს არ ექნება დრო ამ ტექნოლოგიის საკუთარ წარმოებაში ინტეგრირებისთვის.
რუსეთმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა Shahed ტიპის დრონები, რის შედეგადაც ისინი უფრო განვითარებულია, ვიდრე ირანში წარმოებული ვერსიები.
FT-ს წყაროების ცნობით, ირანმა ასევე მოითხოვა უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუმცა რუსეთმა უარი თქვა S-400-ის მიწოდებაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემაა.
გამოცემა წერს, რომ კრემლი, სავარაუდოდ, თვლის, რომ ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულობას -სთან. გარდა ამისა, ირანის სამხედროებს S-400-ის გამოყენებისთვის სერიოზული მომზადება დასჭირდებოდათ, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ რუსი ოპერატორები პირდაპირ იქნებოდნენ ჩართულნი აშშ-ის ავიაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.