ლევან სუთიძე: ტყუილია, რომ მიტროპოლიტი შიო პატრიარქმა დატოვა მემკვიდრედ

“ტყუილია, რომ მიტროპოლიტი შიო პატრიარქმა დატოვა მემკვიდრედ;
ტყუილია, რომ მოსაყდრეობა ნიშნავს მემკვიდრედ დატოვებას. ავტომატურად ის კანდიდატობასაც კი არ ნიშნავს. პატრიარქს არცერთხელ უთქვამს, რომ მეუფე შიო მემკვიდრედ სურდა;
ტყუილია, რომ პატრიარქის ნება, ასეთი რომც გამოეხატა, სავალდებულოა: წინის წინა პატრიარქმა, დავით მეხუთემ უპირატეს მღვდელმთავრად (მოსაყდრეს გათანაბრებული) მეუფე რომანოზი დატოვა, მაგრამ მაშინდელმა ქიროტონიით უპირატესმა მღვდელმთავარმა ილიამ, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, ეს არაკანონოკური გადაწყვეტოლება არ მიიღო და თავად გახდა მოსაყდრე და შემდეგ პატრიარქი. ლეგიტიმურად, სხვათა შორის;
ტყუილია, რომ მეუფე ისაიამ კანდიდატობაზე უარი თქვა შიოს სასარგებლოდ;
მართალია, რომ შიო ლეგიტიმური მოსაყდრეა;
მართალია, რომ მოსაყდრე შეიძლება გახდეს პატრიარქი;
მართალია, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს შიოს;
მართალია, რომ ხელისუფლება შიოს სასარგებლოდ საჯარო წნეხს აწყობს სინოდზე;
მართალია, რომ შიოს კანდიდატურას მხარს უჭერენ ტროლ-ბოტები დეზინფორმაციის გავრცელებით.
საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო არის სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. პატრიარქმა ის მისცა ოთხ მიტროპოლიტს: აბრაამს, დანიელს, ისაიას და შიოს. ამ უკანასკნელს 2018 წელს. მოსაყდრე იყო და სირცხვილი გახლდათ სხვაზე უკან მდგარიყო. მოსაყდრეობამდე არ დაუჯილდოებია”. – წერს ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე.