“რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოდან მოტოციკლეტი მოიპარა” – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოდან სხვისი კუთვნილი მოტოციკლეტი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.მ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს”. – წერს უწყება.
მათივე ცნობით, პოლიციამ მოპარული მოტოციკლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.