მეუფე ანტონი: ჩვენ ვიყავით სინოდის სხდომაზე, პირველი რაც ვთქვით, ვთქვით, რომ ყველაფერი მივიღოთ კენჭისყრით

“ჩვენ ვიყავით სინოდის სხდომაზე, პირველი რაც ვთქვით, ვთქვით, რომ ყველაფერი მივიღოთ კენჭისყრით, აბსოლუტურად კენჭისყრით მივიღოთ ყველაფერი და მართლა ყველაფერი, ყველა საკითხი გადავწყვიტეთ კენჭისყრით.
წარმოიშვა ერთი აზრი, მე მათ შორის ვიყავი, ვისაც სამებაში უნდოდა, მაგრამ იქ გამოვიდნენ ადამიანები, რომელთანაც პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი, რომ მას სურდა სიონში დაკრძალვა. მე არგუმენტად იგიც ვთქვი, რომ პატრიარქი იმდენად თავმდაბალი იყო, ის ვერ იტყოდა, რომ მის აშენებულ ეკლესიაში დამმარხეთო, გაიგე? ამიტომ, მე ისიც გამოვთქვი, თვითონ პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი, რომ სამებით ქართველმა ხალხმა თავის თავს დაუდგა ძეგლიო, ამ ტაძრის სილამაზით და შენებით და მეთქი, მოდი, ქართველმა ხალხმა მას დავუდგათ ძეგლი და თუ ვინმე უნდა დაიკრძალოს სამებაში, ვინ თუ არა უწმინდესი-მეთქი.
მაგრამ მერე კენჭისყრაზე რომ დავაყენეთ, კენჭისყრა ფაქტობრივად 18/17-ზე, ასე გადაწყდა ხმებით, 35 მღვდელმთავარი ვიყავით და 18-მა მღვდელმთავარმა გადაწყვიტა, რომ ანდერძის მიხედვით, მისი მიხედვით და 17 ვიყავით ამ მხარეზე, ვინც ვამბობდით, რომ სამებაში დაკრძალულიყო. ახლა კენჭისყრა კენჭისყრა არის” – ამბობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი (ბულუხია)​ TV პირველზე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა