სამიზნეში გრინვუდია – “იუვენტუსს” ზაფხულში დიდი გეგმები აქვს

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “იუვენტუსი” “მარსელის” 24 წლის ინგლისელი შემტევის მეისონ გრინვუდის დამატებას აპირებს.
ტურინელების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ თავდასხმის ხაზის გაძლიერება იქნება და ახალგაზრდა ფეხბურთელიც, რომლის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით 50 მილიონი ევრო სახელდება, ერთ-ერთი ვარიანტია.
“იუვენტუსი” ნახევარდაცვის შევსებაზეც აქტიურად მუშაობს. კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს ლეონ გორეცკასა და ბერნარდო სილვასთან, ორივე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება.
“ვეკია სინიორას” სამიზნეში “ნიუკასლიდან” სანდრო ტონალიცაა, თუმცა ამ ტრანსფერის გაჩარხვა ფეხბურთელის მაღალი ღირებულების გამო რთული იქნება.