“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა

მოსაყდრე შიომ და კავკასიის მედიცინის ცენტრთან შეკრებილმა სხვა დაადასტურეს, რომ ილია II გარდაიცვალა
“ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიოსთვის… მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს… შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – თქვა მეუფე შიომ.
საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი იყო.