“უცხოელს ძალის გამოყენებით პირადი ნივთები გასტაცეს” – -მ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით 2 პირი – 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.ჩ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ძალის გამოყენებით პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი გასტაცეს.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჯ. და შ.ჩ. ცხელ კვალზე ბრალდებულების სახით დააკავა”. – წერს .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.