სამების საკათედრო ტაძარი ხალხით არის გადაჭედილი – საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დასახვედრად სამებაში უკვე უამრავი ადამიანია შეკრებილი.
ტაძარში სპეციალური ჯებირებია მოწყობილი და სამების მთელ პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
ცნობისთვის, დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.








