ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში ვიზიტზე: …ჩვენ ცდას არ დავაკლებთ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, დელეგაციას შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„მივემგზავრებით ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრები გვექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმ კონფერენციას დავესწრებით, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით იმართება. შესაძლებლობა გვექნება, ანალიტიკურ ცენტრებში დისკუსიები გავმართოთ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების შესახებ. მთავარი ამოცანაა, ურთიერთობები გადაიტვირთოს და არა მხოლოდ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ უფრო მეტი შინაარსით დაიტვირთოს, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, შევეცდებით, დისკუსიები ამ თემის ირგვლივ გავმართოთ. საინტერესოა, რა პოზიცია ექნება ამერიკულ მხარეს. ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგება, თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რაღაც სახის ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა