ხატია წერეთელი თავისუფალია

ხატია წერეთელი თავისუფალია – პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ციხე დატოვა.

“პირველების” ინფორმაციით, წერეთელმა სრულად აღიარა ბრალი და ითანამშრომლა გამოძებასთან, რის შემდეგაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე მომღერალ ხატია წერეთელს და 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აგვისტოში შეეფარდათ.

მომღერალი 27 აგვისტოს დააკავეს. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.