აშშ-ს ინფორმაციით, 19 თებერვალს ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს რუსულ ბომბდამშენებს, ავიაგამანადგურებლებსა და სადაზვერვო თვითმფრინავს, რომლებიც ალასკის სანაპიროსთან დაფრინავდნენ.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) განაცხადა, რომ რუსული Tu-95 ტიპის ბომბდამშენები, Su-35 ტიპის ავიაგამანადგურებლები და A-50 სადაზვერვო თვითმფრინავი ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში (ADIZ) შენიშნეს, აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეების გვერდით არსებულ საერთაშორისო საჰაერო სივრცეს წარმოადგენს.
NORAD-ის განცხადებით, საპასუხოდ ორი F-16, ორი F-35 და ოთხი KC-135 ააფრინეს, რათა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ესკორტირება გაეწიათ, სანამ ისინი ალასკის ADIZ-ს არ დატოვებდნენ.
განცხადების მიხედვით, რუსულ თვითმფრინავებს აშშ-ს ან კანადის საჰაერო სივრცეები არ დაურღვევიათ. NORAD-მა ასევე დაამატა, რომ ალასკის ADIZ-ში რუსეთის მოქმედებები საფრთხის შემცველად არ მიიჩნევა.




