უნგრეთი და უკრაინაში დიზელის ექსპორტს წყვეტენ

უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს უკრაინისთვის დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ.

გადაწყვეტილება უკავშირდება “დრუჟბას” მილსადენს, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა. 27 იანვარს, უკრაინის განცხადებით, რუსული დრონის შეტევის შედეგად, მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა.

უნგრეთი ასევე განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის შეწყვეტას, თუ არ განაახლებს “დრუჟბას” მილსადენის მეშვეობით უნგრეთში რუსული ნავთობის მიწოდებას, განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა.

სლოვაკეთიც და უნგრეთიც სახელმწიფო ნავთობის რეზერვების გამოყენებას იწყებს.

უნგრეთი და უკრაინას ადანაშაულებენ მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.

“თუ უკრაინის მთავრობა გადაწყვეტილებას არ შეცვლის და გააგრძელებს “დრუჟბას” მილსადენის მუშაობის შეჩერებას მცდარი არგუმენტებით, დამატებითი საპასუხო ზომები იქნება მიღებული,” – განაცხადა გულიაშმა.