“მატიაშვილმა კიდევ ორი ქალი სცემა” – ბაია პატარაია

“საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის მხრიდან ქალებზე ძალადობის შემთხვევაზე წერს.

პატარაიას ინფორმაციით, დავით მატიაშვილმა “კიდევ ორი ქალი სცემა”.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სავარაუდოდ 2 დღის წინ მომხდარ ინცინდენტზე საუბრობს.

მატიაშვილმა კიდევ ორ ქალს სცემა…
როდის შეიბერტყავს ყურს საქართველოს პროკურატურა.
სადამდე უნდა ვითმინოთ ეს პათოლოგი მოძალადე თანამდებობაზე”- წერს პატარია facebook-ის პირად გვერდზე და ირაკლი კობახიძეს ნიშნავს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “საფარი” სასამართლოს მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია წერდა, რომ იმ დროისთვის “საფარი” 11 დაზარალებულს იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)