“როგორც „ფორმულას“, ასევე სხვა მედიების პლატფორმებზე გაურკვეველი წარმომავლობის პროფილები მას კოორდინირებულად „აჰაჰავებდნენ“”

დღეს მედიამ ფეისბუქსა და ინსტაგრამ გვერდებზე მარო მაყაშვილის დაღუპვის წლისთავისადმი მიძღვნილი ქარდი გაავრცელა. როგორც „ფორმულას“, ასევე სხვა მედიების პლატფორმებზე გაურკვეველი წარმომავლობის, არაავთენტური პროფილები მას კოორდინირებულად „აჰაჰავებდნენ“.
მარო მაყაშვილის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპვიდან 105 წელი გავიდა. 1921 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული გმირი საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა.