დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს. „გთხოვთ, ამას სერიოზულად მოეკიდოთ. წარსულში ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც ხალხი ამ გაფრთხილებებს უგულებელყოფდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ირანი დაუყოვლებლივ დატოვეთ ან მოგზაურობის გეგმები გააუქმეთ. ცხელი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, გამოყვანის გარანტიას ვერავინ მოგცემთ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ირანში კონფლიქტის დაწყების შესაძლებლობა „ძალიან მაღალია“.
ცნობისთვის, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ დარტყმები შაბათ-კვირას განახორციელოს, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.




